გიორგი ბერიძე და ლევან შენგელია "ლილში" მოეწონათ

AutoSharing Option
აპრილში ვწერდით, რომ სახელგანთქმული ფრანგული "ლილიდან" ოფიციალური მიწვევა ორმა ქართველმა თავდამსხმელმა მიიღო: ფოთის "კოლხეთის" წევრმა ლევან შენგელიამ და "ზესტაფონის" შემტევმა გიორგი ბერიძემ.

12 მაისს ეს ფეხბურთელები საფრანგეთში მართლაც გაემგზავრნენ, "ლილში" ივარჯიშეს და როგორც გუბაზ დოლიძემ (ორივე ფეხბურთელი მისი აღზრდილია) გვითხრა, ორივე მოეწონათ და დარჩენაც შესთავაზეს. თუმცა, საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად, იურიდიული და ფინანსური საკითხებია დარჩენილი.

სწორედ ამის გამოა, ბერიძე ელიტრაუნდისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად რომ არ ვარჯიშობს, მაგრამ, დოლიძის თქმით, ორივე ქართველი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოვა. ბერიძე ნაკრებს საღამოს შეუერთდება.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა ღმერთი თუ უშველის ქართულ ფეხბურთს მარტო
sabaa
18:14 22-05-2015
0
ღმერთო გადმოხედე ჩვენს ფეხბურთს!!!
bacho
16:34 22-05-2015
0

სიახლეები პოპულარული