ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის დუბლი, კაშიას და ვაწაძის საჭირო გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე 6 ქართული გოლი გავიდა (აქედან 2 სერია A-ში), რომელთაგან ლევან მჭედლიძის, გურამ კაშიასა და მათე ვაწაძის გოლებს გამოვარჩევთ...

* * *
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში "ემპოლი" "სან სიროზე" "ინტერს" ეწვია და 3:4 დამარცხდა.

ლევან მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და "ინტერის" კარში ორი გოლი გაიტანა. მან 59-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

25 წლის ქართველმა ტურნირი 4 გოლით დაასრულა. ეს მისი პირველი დუბლია სერია A-ში. მეტიც, ლევანი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც
იტალიის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა.

* * *
ტრიუმფით დაასრულა სეზონი არნემის "ვიტესმა", თუმცა კვირას ამ გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა (56-ე წუთამდე 1:2-ს აგებდა), მაგრამ საბოლოოდ მაინც აჯობა "ჰეერენვეენს" ევროპალიგის საგზურისთვის გამართულ პლეი ოფის ფინალში.

პირველი თამაში 2:2 დასრულდა (ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა), საპასუხოში კი "ვიტესმა" 5:2 მოიგო. ერთი გოლი ამჯერად კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა (0:1-ზე).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვიტესის" ქართველები ევროპალიგაზე ითამაშებენ, ოღონდ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან. კაშიამ და ყაზაიშვილმა (ვაკომ "ვიტესის" ბოლო გოლში ლომის წილი დაიდო) შეუცვლელად ითამაშეს.
იხილეთ ვიდეო
ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი
Sportall.Ge

* * *
ყველაზე პროდუქტიული ქართველი ლეგიონერი დანიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. მათე ვაწაძემ, რომელიც "ორჰუსის" ღირსებას იცავს, შაბათს, "ლიუნგბიუსთან" მატჩში (2:2) თავისი მე-19 გოლი გაიტანა.

26-ე წუთზე სწორედ მათემ გახსნა ანგარიში მასპინძელთა კარში, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ორჰუსი" უკვე ელიტაშია, ხოლო 26 წლის ქართველი ბომბარდირთა დავაში უახლოეს კონკურენტს (თავისივე თანაგუნდელ ააბეხს) 3 ბურთით უსწრებს.

"ლიუნგბიუს" "ორჰუსმა" სამი თავდამსხმელით შეუტია - ვაწაძე-ააბეხს გვერდს დავით სხირტლაძეც უმაგრებდა.

* * *
პოლონეთში მორიგი საგოლე პასი შეასრულა ნიკა ძალამიძემ. მისმა "იაგელონიამ", რომელიც 35 ქულით მე-3 ადგილზეა, 3:2 მოუგო "გორნიკს". მასპინძელთა მესამე გოლის ასისტენტობა სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა იკისრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალამიძის ანგარიშზე ამ სეზონში 10 საგოლე პასია. ეს პოლონურ ექსტრაკლასაში მეორე შედეგია.

* * *
რუსული პრემიერლიგის ბოლო ტურში "სპარტაკი" შვეიცარიელ თავკაც მურატ იაკინს დაემშვიდობა - "ამკარს" შინ 3:3 ეთამაშა.

ჯანო ანანიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა ამ შეხვედრაში, რაც იშვიათი შემთხვევაა. 57-ე წუთიდან კი რუსეთის "სახალხო გუნდში" ორი ქართველი თამაშობდა - ჯანო და რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე.

"სპარტაკმა" ჩემპიონატი 44 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა, ევროსაგზურის გარეშე.

საბა კვირკველიასა და მამუკა კობახიძის "რუბინი" კი 48 ქულით შეწვდა ევროპალიგის საგზურს. ბოლო ტურში საბამ 90 წუთი ითამაშა "უფასთან" (1:1) შეხვედრაში და ყვითელი ბარათი მიიღო.

დასრულდა I დივიზიონიც, სადაც ნუკრი რევიშვილისა და გიორგი ნავალოვსკის "ტოსნომ" ელიტაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო, ხოლო გოჩა ხოჯავას "სახალინი" მეორე ლიგაში გავარდა.

* * *
საგოლე პასით გამოირჩა ნორვეგიულ "სტაბეკში" მოთამაშე გიორგი გოროზიაც. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. გოროზია "სარპსბორგთან" საგარეო მატჩში ბოლო წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი 1:0 მოიგო.

* * *
გოლები გაიტანეს უზბეკეთში, "ყიზილყუმში" მოთამაშე გიორგი კვესიეშვილმა და ფარერის კუნძულებზე "სუდუროის" შემტევმა ნახევარმცველმა მამუკა ტორონჯაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყაზახეთში,ჩაგელიშვილმა გაიტანა
თუში
01 ივნისი 2015 20:44
0
რამდენი უნდა გამოიძახოს ერთად, თუ გამოიძახებს უნდა ათამაშოს კიდეც ალბათ და ვის მაგივრად უნდა ათამაშოს, ყენიას კობახიძის, ყაზაიშვილის, ჭანტურიას, ანანიძის თუ ოქრიაშვილის?...
irakli
01 ივნისი 2015 13:01
0
ბატონო კახი ცხადაძე, გამოიძახეტ და ათამაშეთ ძალმიძე, ესეთი სტაბილური მოთამაშე მაგ პოზიციაზე ბევრი არ გვყავს.. რა თქმა უნდა ვაკო ყაზაიშვილთან ერთად
dave
01 ივნისი 2015 12:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული