დავით სირაძე: "დაჩიადან" დვალიც წამოვიდა და მეც ახალ გუნდს ვეძებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ კიშინიოვის "დაჩია" დატოვა და კარიერის ახალ კლუბში გაგრძელებას აპირებს.

"გუნდიდან ჯაბა დვალიც წამოვიდა და მეც ახალ გუნდს ვეძებ. საქმე ისაა, რომ მთავარ მწვრთნელად იგორ დობროვოლსკი დანიშნეს, რომელიც ქართველებს დიდად არ სწავლობდა და მან აქცენტი მოლდოველებზე გააკეთა.

სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი მიზეზია. აქ დარჩენა ჩვენც არ გვინდოდა. ჯაბა ამიტომ წავიდა და საქართველოში მეც ვბრუნდები", - ამბობს სირაძე.

იგორ დობროვოლსკი ქართველებს მას მერე არ სწყალობს, რაც 2011 წელს "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დამარცხდა და
ქართული მხარე ათას ცოდვაში დაადანაშაულა...

რაც შეეხება სირაძეს, 32 წლის თავდამსხმელი მოლდოვურ კლუბში იანვარში ჩაირიცხა. მან ჯერაც არ იცის, კარიერას რომელ გუნდში გააგრძელებს:

"დღემდე არავინ დამკავშირებია და ერთი მიწვევაც არ მაქვს. საქართველოში არ იციან, მოლდოვიდან რომ წამოვედი. მაგრამ იმედია, გუნდს მალე მოვძებნი".

სირაძეს კომენტარი პოლონელთთან საქართველოს ნაკრების მტკივნეულ მარცხზეც ვთხოვეთ:

"სოციალურ ქსელებში კომენტარებს გადავხედე და კარგად მესმის, რომ გულშემატკივარი 0:4-ით გაგიჟებულია.

მაგრამ არაპოპულარულ მოსაზრებას გამოვხატავ და იმედია, კარგად გამიგებენ - როცა ოტო რეჰაგელი საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, პირველი შეხვედრა ფინეთთან 1:5 წააგო. გუნდი მერეც მძიმედ მიდიოდა, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე პროგრესი მაინც ეტყობოდა.

მიუხედავად ამ მძიმე მარცხისა, მე ნაკრებში მცირე წინსვლას მაინც ვხედავ და წაგების მიუხედავად, მაიმედებს კიდეც - ვგულისხმობ შეტევების უკეთეს ორგანიზებას.

გასაგებია, რომ დღეს ამას შედეგი არ მოუტანია. მაგრამ მიზეზი ცუდი რეალიზაციაა - დაბოლოება გვიჭირდა და რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პოლონეთმა კი თავისი შანსებით ისარგებლა.

ჩვენ თუ ამას გამოვასწორებთ, ასე სამარცხვინოდ მაინც აღარ წავაგებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ გერმანია აჯობებდა
limmi
21:44 16-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული