ელგუჯა გრიგალაშვილი "პაფოსის" მეოთხე ქართველი ხდება

AutoSharing Option
კვიპროსის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებული "პაფოსი" ყველაზე ქართული გუნდი იქნება მომავალი სეზონიდან - kerkida.net-ის ინფორმაციით, გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა ელგუჯა გრიგალაშვილის დამატებაა.

შეგახსენებთ, რომ "პაფოსმა" გავარდნილი "ოთელოსიდან" მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე გადაიყვანა. ახლახან გუნდმა ნიკოლოზ გელაშვილი დაიმატა. 25 წლის გრიგალაშვილი კი გუნდის მე-4 ქართველი იქნება.

გრიგალაშვილმა სეზონი "ოთელოსში" ჩაატარა, 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბი მას დაემშვიდობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული