წინა სეზონი გოგინაშვილმა მოლდოვის ჩემპიონატის ბინადარ "საქსანში" გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო (24 მატჩი, 4 გოლი).
ალექსანდრე ჩივაძე მას ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად იწვევს. გოგინაშვილმა სან მარინოსთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
"ლელო" ფეხბურთელის მენეჯერ დავით ყენიას დაუკავშირდა, რომელმაც ეს გვითხრა:
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო წერტილი ჯერ არ დასმულა. ვფიქრობთ, არ იქნება ცუდი, თუ გოგინაშვილი სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ამ პირველობას ევროპული ქვეყნების არაერთი სკაუტი
გასულ სეზონში "ნოვი" პაზარმა" სერბეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"