sport.es: გურამ კაშიათი ლა ლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტნით, გურამ კაშიათი ლა ლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა sport.es-ი ავრცელებს.

"არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, რომელსაც ჰოლანდიის ჩემპიონატში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, შესაძლოა, ჩემპიონატი ამ ზაფხულს შეიცვალოს.

რამდენიმე ესპანურ კლუბს მომდევნო სეზონისთვის დაცვის გაძლიერება სურს და ისინი დაცვის ცენტრში სწორედ გურამ კაშიას კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც 4 ივლისს 28 წლისა გახდება", - წერს საიტი.

sport.es-ი კაშიას ახასიათებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი "ვიტესის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერია და ის ორჯერ დასახელდა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო
ცენტრალურ მცველად.

კაშიას სიმაღლე (185 სმ) მას თავით კარგად თამაშის საშუალებას აძლევს. გარდა დაცვითი ფუნქციების შესრულებისა, ის ასევე კარგად იწყებს შეტევებს, - აღნიშნავს ესპანური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
http://www.sport.es/es/noticias/futbol-internacional/guram-kashia-del-vitesse-interesa-varios-clubes-liga-bbva-4324060 ak naxet
temo
03 ივლისი 2015 16:25
1
დადე აბა ლინკი. მე ვერ ვნახე სპორტ.ეს ზე
aferist
03 ივლისი 2015 15:39
0
ლიკი დადე აბა მაინტერესებს
ბაჩო
03 ივლისი 2015 14:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული