შოთა არველაძემ "ტრაბზონში" პირველი წვრთნა ჩაატარა [PHOTO]

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის გუნდ "ტრაბზონის" მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნულმა შოთა არველაძემ გუნდი ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანა და პირველი წვრთნაც გამართა.

"ტრაბზონი", რომელმაც თურქეთის სუპერლიგის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, შეკრებას ჰოლანდიის ქალაქ არნემში გადის.

42 წლის ქართველის სპეციალისტის მიერ, გუნდში ჩატარებულ პირველ წვრთნას თურქულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო და ფოტოსურათებიც გამოაქვენა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე "ტრაბზონის" ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1993-97 წლებში იცავდა. შოთას კონტრაქტი თურქულ გუნდთან ორწლიანია და მასში სეზონში 1,2 მლნ ევროს ოდენობის ხელფასია
გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონ "ბაზუკას" ხო აზრზე არაა თურმე სსაერთოდ თუ გინახავს ეს კაცი რამხელა პროფესიონალი იყო არის და იქნება, მაქედან დამჯდარი რომ ფქვავ იდეებს, ზოგიერთების თქმით გოლის გატანის აზრზეც არ იყო რო გეკითხა წავიდა შოთი და მას შემდეგ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოფიციალურ მატჩში როდის გაიტანა კაცს არ ახსოვს, არასდროს დამიწერია აქ კომენტარი მაგრამ შენი ნაჯღაბნი რიომ ვნახე პირდაპირ გავცოფდი როცა კომენტარს აკეთებთ ცოტა ტვინი თან დააყოლე
mamuka
05 ივლისი 2015 11:00
0
წარმატებებს გისურვებ შოთი,რასაც მიაღწიე და რაც გაქვს შენი ალალი შრომით მიაღწიე,განსხვავებით შენი მაფიოზი ძმებისგან,რომლებმაც გახრეს ქართული ფეხბურთი!..
Inga
05 ივლისი 2015 09:52
0
Bazukas: ხო ბაზუკა შენ ხარ აზრზე და შოთა არა. რაღაცას რომ ამბობთ ცოტა აზრი დაატანეთ მაინც.
georgiano
04 ივლისი 2015 20:22
0
ვაა, სიდან დაასკვენი ეს შენ ბაზუკა?
fanat
04 ივლისი 2015 18:23
0
Azrze araaa mcvrtnelobis
Bazuka
04 ივლისი 2015 17:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული