ალეკო ამისულაშვილი კარიერას თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი კარიერას თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს. ალეკომ თურქეთის პირველი ლიგის გუნდთან, რომელიც მიზნად სუპერლიგაში აღზევებას ისახავს, კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილს თურქეთში თამაშის გამოცდილება აქვს - მას შოთა არველაძის ხელმძღვანელობით "ქაისერისფორში" უთამაშია.

ამისულაშვილი ბოლოს ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირებით კი გორის "დილა" იყო დაინტერესებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მას 36 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შეეძლო ამას კარგი ფეხბურთი ეთამაშა სიტუაციამ აქეთ-იქეთ წოწიალმა დააკრგვინა ის მომენტი როცა პროფესიონალურად ყალიბდები და უკვე დიდი ამბიციები გიჩნდება,ამას კიდე ცხოვრებიდან გამომდინარე სადც ცოტა უკეთესი პირობები შესთავაზეს იქეთ გაიქცა ოჯახი ეყოლება პასუხისმგებლობა რამე სად ვირბინო და ვიწვალო ჩემპოიონობაკიარა ოჯახი მყავდეს კმაყოფილიო და ეგარი. ასეა ქართველების 99%.სამწუხაროდ.
kaxa
09:03 05-07-2015
0
ასეთი გუნდი არც კი გამიგია, სოფელია ალბათ, ითამაშე რა ქართულ გუნდებში, ყველას როგორ უნდა გეხვეწოთ, სამშობლო აღარავის გახსოვთ, მიბაძეთ იაშვილს.
tomas
22:19 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული