ალეკო ამისულაშვილი კარიერას თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი კარიერას თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს. ალეკომ თურქეთის პირველი ლიგის გუნდთან, რომელიც მიზნად სუპერლიგაში აღზევებას ისახავს, კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილს თურქეთში თამაშის გამოცდილება აქვს - მას შოთა არველაძის ხელმძღვანელობით "ქაისერისფორში" უთამაშია.

ამისულაშვილი ბოლოს ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. სეზონის დასრულების შემდეგ მისი გადაბირებით კი გორის "დილა" იყო დაინტერესებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მას 36 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უთავმოყვარეო
ukomentarod
16:37 04-07-2015
0
იმედია ნაკრების ძირითადში აღარ იქნება...
თბილისი
17:00 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული