ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" "ზაგრებს" 5:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა 58-ე წუთამდე ითამაშა.
ჯაბა კანკავას "დნიპრო" "ალემანიას" შეხვდა და 0:1 დამარცხდა. "დნიპრომ" ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა, ქართველმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში მიიღო მონაწილეობა.
"კარპატიმ" 3:2 მოუგო სლოვენიურ "ოლიმპიას", ბუბა დაუშვილს, რომელმაც წინა მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა, არ უთამაშია.
ოდესის "ჩერნომორეცი" მოლდოვის ჩემპიონ "მილსამის" დაუზავდა - 1:1. გიორგი გადრანი ოდესელთა შემადგენლობაში შეცვლაზე გამოჩნდა.