შოთა არველაძემ "ტრაბზონში" თავის თანაშემწედ გიორგი დევდარიანი წაიყვანა

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა არველაძე და გიორგი დევდარიანი საქმეს ერთად უკვე შეუდგნენ
თურქული "ტრაბზონსფორის" ახალმა თავკაცმა შოთა არველაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი თავის თანაშემწედ მიიწვია, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" ვასილ მაისურაძეს ეხმარებოდა.

მანამდე დევდარიანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა...

ასეთი შანსი ყველას არ ეძლევა - "ტრაბზონსფორი" ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიგის ამბიციური კლუბი და ისტორიულად, თურქული გრანდების მთავარი კონკურენტია. დევდარიანს მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა და ცხადია, უარს ვერ იტყოდა. ასეც მოხდა.

დასაფასებელია, რომ შოთა
არველაძემ თანამემამულე ფეხბურთელების (ზურაბ ხიზანიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა დვალი, ბექა ქურდაძე, ვატო არველაძე) შემდეგ თურქეთში მუშაობის შანსი უკვე ქართველ სპეციალისტსაც მისცა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები!
irakli-fan
11:14 08-07-2015
0
გამიხარდა!
თბილისი
11:23 08-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული