ორივე ჩვენებური მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, მე-60 წუთზე ჰუფნაგელი შევიდა მოედანზე, 72-ე წუთზე - ანანიძე. ასე რომ, ბოლო წუთებში მოედნის შუახაზში ქართული დუელიც ვიხილეთ.
პირველ ტაიმში "ფრაიბურგმა" პენალტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დავიდოვმა გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:0 "სპარტაკის" სასარგებლოდ.
შვეიცარიულ შეკრებაზე "სპარტაკი" ბოლო საკონტროლო მატჩს 11 ივლისს, "სენტ გალენთან" გამართავს.