ანანიძე VS ჰუფნაგელი - ქართული დუელი შვეიცარიაში

AutoSharing Option
7 ივლისს შვეიცარიულ შრუნცში საკონტროლო შეხვედრა გაიმართა ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგსა" და ჯანო ანანიძის "სპარტაკს" შორის.

ორივე ჩვენებური მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, მე-60 წუთზე ჰუფნაგელი შევიდა მოედანზე, 72-ე წუთზე - ანანიძე. ასე რომ, ბოლო წუთებში მოედნის შუახაზში ქართული დუელიც ვიხილეთ.

პირველ ტაიმში "ფრაიბურგმა" პენალტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დავიდოვმა გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:0 "სპარტაკის" სასარგებლოდ.

შვეიცარიულ შეკრებაზე "სპარტაკი" ბოლო საკონტროლო მატჩს 11 ივლისს, "სენტ გალენთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ერთი იყო სპარტაკელი და არც მეორე - ფრაიბურგელი...... ))
გუცაევი
09:54 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული