მთავარი ქართული ტრანსფერი: გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
17 წლის შემტევი გიორგი არაბიძე და დონეცკის "შახტარი" 3,5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა.

აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ გუნდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის გადასვლა მშვენიერი ამბავია და იქნებ ზაფხულის მთავარი ქართული ტრანსფერიც იყოს.

არაბიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო. მისი დარი ინდივიდუალისტი ქართულ ფეხბურთში ბევრი არ არის.

"შახტარს" რუმინელი მირჩა ლუჩესკუ წვრთნის და მის ბირთვს ბრაზილიელი ფეხბურთელები წარმოადგენენ. ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკელთა ძირითად გუნდთან ერთად გაიარა შეკრება და როგორც ჩანს, ლუჩესკუს თავი მოაწონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ კავდატ არაბიდზეს ნაირი ბევრი ბოგმები ხარტ
koki
14:33 14-07-2015
0
ეხლა მიდის მსჯელობა ილიჩევეცში ითამაშებს თუ დუბლებში
Bacho
11:28 13-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული