ლეგიონის უქმეები: რუსეთის პირველი დივიზიონი გაგვიუცხოვდა

AutoSharing Option
ბელორუსის უმაღლეს ლიგაში მოზირის "სლავია" შინ 3:5 დამარცხდა ბატე-სთან. იაკობ აფხაზავა მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. დავიდ ჩიგოევი 57-ე წუთზე შევიდა. მან მე-80 წუთზე გაიტანა ბატე-ს კარში, "ადელის" ყოფილი ფეხბურთელი ნუკრი წულუკიძე კი "სლავიას" სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "სლავია" 16 ქულით მეცხრე ადგილზეა.

* * *
ფინეთის უმაღლეს ლიგაში გიორგი ოსიტაშვილის კტპ სტუმრად 0:1 დამარცხდა სიკ-თან. ოსიტაშვილი სათადარიგო იყო. კტპ 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ირაკლი სირბილაძის კუპსი ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა სტუმრად "ილვესთან". ჩვენებურმა შეუცვლველად ითამაშა. კუპსი 20 ქულით მეშვიდეა.

* * *
ლატვიაში თამაზ პერტიას "სკონტომ" 2:1 დაამარცხა "სპარტაკსი". ქართველი მწვრთნელის გუნდი ვირშლიგაში 21 ქულით მესამეა.

* * *
ჩრდილოამერიკის სოკერის ლიგაში ზურაბ ცისკარიძის "სან ანტონიომ" 3:0 დაამარცხა "ტამპა ბეი". ჩვენებური სათადარიგო იყო.

* * *
გასულ სეზონში რუსეთის I დივიზიონში ლამის ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობდა, შაბათს ახალი ჩემპიონატი დაიწყო და მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერია გუნდებში - კახა ალადაშვილი "სკა-ენერგიის" ღირსებას ისევ დაიცავს, თუმცა პირველ ტურში მას არ უთამაშია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ქართველები არ იქნებიან, მაგრამ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

I ტურში ითამაშეს: ედუარდ ბულიამ (შინიკი), ნიკა ჩხაპელიამ (ბალტიკა), გიორგი შელიამ (ენისეი), გურამ თეთრაშვილმა (ტოსნო), ანზორ სანაიამ (ტომი) და ლაშა იმედაშვილმა (სკა-ენერგია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგუა სადააა ?
რომა
17:47 13-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული