ცხადია, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩვენებურის გადასვლა ვერაფრით იქნება რიგითი ამბავი. მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილი "შახტარი" ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კრებულია, ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად თამაშობს და ბებერ კონტინენტზე თავისი ნიშა უჭირავს...
არაბიძეს უკრაინაში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- როგორ შეაფასებდით მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც "შახტართან" ერთად გაიარეთ? კონტრაქტზეც გვითხარით...
- კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მოსამზადებელ პერიოდს რაც შეეხება, თავიდან ცოტა გამიჭირდა, უვარჯიშებელი ვიყავი. ორიოდე დღეში ყველაფერი თავის კალაპოტში
- მირჩა ლუჩესკუ თუ გესაუბრათ?
- კი, ვილაპარაკეთ. ჩვეულებრივი საუბარი იყო, ისეთი, როგორიც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უნდა შედგეს. ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ ნიუანსებზე იყო გადატანილი.
- ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?
- ყველამ დიდებულად მიმიღო. ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. უბრალო ბიჭები არიან...
- სად ივარჯიშებთ, ძირითად გუნდთან ერთად?
- კი, ძირითად გუნდთან ერთად ვარ, მაგრამ თავიდან დუბლებში ვითამაშებ, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.
- ცხადია, ძირითად გუნდში წარმატებით თამაშის იმედიც გაქვთ...
- ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"