გიორგი არაბიძე: მჯერა, "შახტარის" ძირითად გუნდშიც მოვხვდები!

AutoSharing Option
17 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას დონეცკის "შახტარში" რომ გააგრძელებს, ეს უკვე გამცნეთ.

ცხადია, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩვენებურის გადასვლა ვერაფრით იქნება რიგითი ამბავი. მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილი "შახტარი" ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კრებულია, ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად თამაშობს და ბებერ კონტინენტზე თავისი ნიშა უჭირავს...

არაბიძეს უკრაინაში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- როგორ შეაფასებდით მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც "შახტართან" ერთად გაიარეთ? კონტრაქტზეც გვითხარით...
- კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მოსამზადებელ პერიოდს რაც შეეხება, თავიდან ცოტა გამიჭირდა, უვარჯიშებელი ვიყავი. ორიოდე დღეში ყველაფერი თავის კალაპოტში
ჩადგა.

- მირჩა ლუჩესკუ თუ გესაუბრათ?
- კი, ვილაპარაკეთ. ჩვეულებრივი საუბარი იყო, ისეთი, როგორიც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უნდა შედგეს. ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ ნიუანსებზე იყო გადატანილი.

- ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?
- ყველამ დიდებულად მიმიღო. ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. უბრალო ბიჭები არიან...

- სად ივარჯიშებთ, ძირითად გუნდთან ერთად?
- კი, ძირითად გუნდთან ერთად ვარ, მაგრამ თავიდან დუბლებში ვითამაშებ, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

- ცხადია, ძირითად გუნდში წარმატებით თამაშის იმედიც გაქვთ...
- ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და რისი იმედი გაქვთ აბა? 17 წლის ბიჭს სახტარის ძირითადში დააყენებენ ეგრევე? მერე ორ წელიწადში რეალი იყიდის და ოქროს ბურთს მოიგებს კიდევ. ცოტა რეალობა რა ...
dato
20:03 14-07-2015
0
გასაგებად ცერია პირველი გუნდი ნუ იბოგმებიტ
koki
16:49 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული