მოულოდნელი ამბავი: გიორგი ლორია "ტრაბზონსფორში"?

AutoSharing Option
თურქული მედია ლამის ყოველდღიურად აქვეყნებს სენსაციურ ამბებს "ტრაბზონსფორთან" დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ თურქული გრანდის ახალი თავკაცი შოთა არველაძეა, ხოლო მისი ასისტენტი გიორგი დევდარიანი გახდა.


შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გავრცელებული ხმების მიხედვით, შოთას დაცვის ცენტრში საბა კვირკველიასა და გურამ კაშიას ქართული წყვილის ხილვა სურს.

და აი, არანაკლებ სენსაციური ინფორმაცია - "ტრაბზონში", შესაძლოა, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდეს. არადა, დიდი ხანი არ არის, რაც "ოლიმპიაკოსმა" მისი ტრანსფერი დაადასტურა.

haberturk.com-ი წერს, რომ "ტრაბზონის" სატრანსფერო ამბები ელვისებური
სისწრაფით ვითარდება. შოთა არველაძის გუნდში შეიძლება საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ვიხილოთ.

ლორია ახლახან გადავიდა "ოლიმპიაკოსში", მაგრამ საბერძნეთში ცნობილი კრიზისის გამო ფეხბურთელს ანაზღაურების მიღების სერიოზული პრობლემა აქვს და ამბობენ, რომ ლორიას გუნდის დატოვება სურს.

არველაძემ და ლორიამ უკვე ისაუბრეს. მწვრთნელმა უთხრა მას, რომ სურს მისი დამატება და თუ ლორია "ოლიმპიაკოსთან" თავისით მოაგვარებს სიტუაციას, მისთვის "ტრაბზონის" კარი ღიაა", - წერს საიტი.

ბოლო ინფორმაციით, "მაინცის" ბერძენი გოლკიპერი სტეფანოს კაპინო "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. ეს ცნობა სულ უფრო რეალურს ხდის ზემოთნახსენებ ინფორმაციას.

15 ივლისს "ოლიმპიაკოსმა" ამხამაგური მატჩი წააგო "დუკლასთან" - 0:1. ლორიამ მეორე ტაიმი ითამაშა, პირველში კი კარში ესპანელი რობერტო იდგა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხალხხნო რა აბსურდი და ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული აზრია რასი ტრაბზონი და რასი ეკონომიკური კრიზისი ჯერ ერთი კრიზისი რომაა საბერძნეთში ოლიმპიაკოსს ეგ არ ეხება საერთოიდ დამერწმუნეთ რომ მოინდომონ 20 და მეტ მილიონიან ფეხბურთელს იყიდიან ახლა და მერე მეორე რასი უარზეა ლორია ახლახანს გადავიდა და არ იცის ძირითადის მოთამაშე იქნება თუ არა იქ რობერტოა მთავარი მეკარე რომელიც ძალზედ გამოცდილია :მად.ატლეტიკო" მერე კიდევ ძალზედ ცნობილი მოთამაშეები თამკაშობენ, დოსევი ,დურმიზი, აფელაი, მიტროღლუ, რობერტო, ბოტია, დომინგეზი, და რაის ფინანსურ პრობლემაზეა და ლორიას უარზე აქ ტამაშისა თუ წასასვლელები არიან ესენი წავლიან ჯერ რომლებიც მოტხოვნადი ფეხბურტელები არიან და ფინანსური პრობლემებიაო ლორია ამბობსო სრული სისულელეა , ამას ტავი დავანებოტ ტრაბზოინში რატომ უნდა გადავიდეს როდესაც 4 წლის შემდგომ პირველად მოხვდება ჩემპ.ლიგის. ჯგუფ. ეტეაპ.ქარტველი ასერომ სრული სისულელეა ტრაპზონზე დაუდასტურებული, მოდი ყველაფერს ტავი დავანებოტ და საიმარტლე ვტქვატ ქარტველმა ფეხბურტელმა სადღეისოდ უპასოდაც კი უნდა იტამაშოს ასეთ გუნდშDი და გამოცდილება შეიძინონ . და კვირკველია ასევე კაშია თუ გადავლენ კარგი იქნება.
DAVITI
17:51 15-07-2015
0
რა ტრაბზონი ოლიმპიაკოსში მეტი პერსპექტივაა
Dato
02:19 16-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული