მათე ვაწაძე: ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება დანიის სუპერლიგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძე კარიერას დანიურ "ორჰუსში" გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელმა ელიტაში აღზევებულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდი გასულ სეზონში 20 გატანილი გოლით დანიის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდს სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

"ორჰუსის" ოფიციალურ საიტზე მათეს კომენტარი გამოქვეყნდა: "მიხარია, რომ აქ კიდევ ორი წლით ვრჩები. გუნდშიც და ქალაქშიც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და აქ დარჩენა ჩემი დიდი სურვილი იყო.

ყოველთვის ვგრძნობ გუნდის გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას და ახლა ერთი
სული მაქვს, როდის დაიწყება სუპერლიგის სეზონი".

დანიის სუპერლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველ მატჩს "ორჰუსი" 19 ივლისს, ”ბრონდბიუსთან” გამართავს. შეგახსენებთ, რომ ვაწაძესთან ერთად, ”ორჰუსის” ღირსებას დავით სხირტლაძეც იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული