"ოლიმპიაკოსი" გიორგი ლორიას სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
gazzetta.gr-ს ინფორმაციით, მართალია, გიორგი ლორიამ უკვე დატოვა "ოლიმპიაკოსის" რიგები, მაგრამ ბერძნული გრანდი მის უფასოდ გაშვებას არ აპირებს.

არადა, ქართველი გოლკიპერი "ოლიმპიაკოსმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

"გიორგი ლორია სულ რამდენიმე კვირა იყო "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი, ის გუნდის შეკრებიდან წავიდა, მიზეზად კი პირადი პრობლემები დაასახელა.

ამავე დროს, თურქული მედიის ცნობით, "ტრაბზონის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გაუწია გიორგი ლორიას შეძენას.

თურქული კლუბის მენეჯერმა სულეიმან ჰურმამ განაცხადა, რომ გუნდი ცდილობს ეკონომიკური საკითხები მოაგვაროს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.

ამბობენ, რომ "ოლიმპიაკოსი" ლორიას სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვს",
- წერს საიტი.

"ჩვენ ვცდილობთ გიორგი ლორია დავიმატოთ, მას სურს ჩვენთან თამაში და შევეცდებით, საკითხები მოკლე დროში მოვაგვაროთ", - განაცხადა სულეიმან ჰურმამ sabah-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ლორიას შემცვლელმა სტეფანოს კაპინომ "ოლიმპიაკოსთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიო მა შემდეგ წავიდა როცა კაპინო დაიმატეს,მიხვდა რომ ბერძნებმა გადააგდეს,კაპინო ხომ მტავარი მეკარეა ნაკრების ესეიგი გამოიტანეთ აზრი დრო აღარ ექნებოდა სათამაშოთ.შვილო რამხელა დაფიქრება გჭირდება ყოფილიყავი იმ დასაწვავ პაოკში 200.000იქაც მოქცემდნენ.ოლინპიაკოს აერიდან ფულს აკეთებინებს აზრზე ხართ
jojo
17:22 19-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული