არადა, ქართველი გოლკიპერი "ოლიმპიაკოსმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
"გიორგი ლორია სულ რამდენიმე კვირა იყო "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი, ის გუნდის შეკრებიდან წავიდა, მიზეზად კი პირადი პრობლემები დაასახელა.
ამავე დროს, თურქული მედიის ცნობით, "ტრაბზონის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გაუწია გიორგი ლორიას შეძენას.
თურქული კლუბის მენეჯერმა სულეიმან ჰურმამ განაცხადა, რომ გუნდი ცდილობს ეკონომიკური საკითხები მოაგვაროს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.
ამბობენ, რომ "ოლიმპიაკოსი" ლორიას სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვს",
"ჩვენ ვცდილობთ გიორგი ლორია დავიმატოთ, მას სურს ჩვენთან თამაში და შევეცდებით, საკითხები მოკლე დროში მოვაგვაროთ", - განაცხადა სულეიმან ჰურმამ sabah-თან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ლორიას შემცვლელმა სტეფანოს კაპინომ "ოლიმპიაკოსთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.