საბერძნეთის ნაკრები: სერხიო მარკარიანი გადადგა, ისევ თემურ ქეცბაია?

AutoSharing Option
21 ივლისს თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ნაკრების ურუგვაელი თავკაცი სერხიო მარკარიანი.

"საბერძნეთის ნაკრებში კრიტიკულ მომენტში მოვედი. ძალიან მძიმე სამუშაო მერგო. გულმოდგინედ და დიდი სიყვარულით ვიმუშავე. ბერძენ ფანებს ბოდიშს ვუხდი, რადგან შედეგი კატასტროფულია. მადლობა ფეხბურთელებს და ბერძნულ მედიას, მე მივდივარ", - განაცხადა მარკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საბერძნეთის ნაკრების თავკაცობაზე ორი კანდიდატურა გამოიკვეთა, თემურ ქეცბაიასი და სერხიო მარკარიანის. თითქოს, ქეცბაია ფავორიტი იყო, მაგრამ ფედერაციამ მარკარიანი აირჩია.

მარკარიანის თავკაცობით, საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2016-ის მატჩში 1:2 წააგო ფარერების ნაკრებთან. საოცარია, მაგრამ ფაქტია - საბერძნეთის ნაკრებს
2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა ჯგუფში და მხოლოდ თეორიული შანსი აქვს საგზურის მოპოვების.

themasports.com-ის ცნობით, არ უნდა გამოირიცხოს, რომ 4 სექტემბერს, ფინეთთან მატჩში საბერძნეთის ნაკრები თემურ ქეცბაიამ გაიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნიკოლოზ ნეფარიძე ჩემს კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ??? ქეცბას რომ ვაქებ მაგიტომ?!
georgiano
01:13 24-07-2015
0
მიდი თემურ!
დაუმტკიცე აქაურ ბაყბაყდევებს, რომ სიმართლის მთქმელი და მებრძოლი კაცი ხარ!
ზვიადი
16:52 21-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული