ამიტომაც სავსებით ლოგიკური იყო, როცა პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლეგიას" ყოფილ ფორვარდს პოლონურ ექსტრაკლასაში ეძახიან, სადაც აშკარად უკეთ თამაშობდა.
დვალიშვილით კონკრეტულად "კრაკოვიაა" დაინტერესებული. ამის შესახებ "კრაკოვიას" პრეზიდენტ იანუშ ფილიპიაკს დაეკითხნენ.
- კლუბი ლადო დვალიშვილის დამატებით მართლაც დაინტერესებულია?
- დიახ, თუმცა მასთან დაკავშირებით პრობლემაა - იგი არ არის ევროკავშირის მოქალაქე. ასეთი კი გუნდში უკვე 4 გვყავს. ლადო მეხუთე არაევროკავშირელი იქნება.
მოედანზე ერთდროულად ორი არაევროკავშირელი ფეხბურთელის გამოყვანა