"კრაკოვია": ლადო დვალიშვილი გვაინტერესებს, მაგრამ ერთი პრობლემაა

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილის კარიერა დანიურ "ოდენსეში" არ აეწყო, ქართველმა ფორვარდმა ვერ მოიპოვა გუნდის ძირითადში ადგილი.

ამიტომაც სავსებით ლოგიკური იყო, როცა პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლეგიას" ყოფილ ფორვარდს პოლონურ ექსტრაკლასაში ეძახიან, სადაც აშკარად უკეთ თამაშობდა.

დვალიშვილით კონკრეტულად "კრაკოვიაა" დაინტერესებული. ამის შესახებ "კრაკოვიას" პრეზიდენტ იანუშ ფილიპიაკს დაეკითხნენ.

- კლუბი ლადო დვალიშვილის დამატებით მართლაც დაინტერესებულია?
- დიახ, თუმცა მასთან დაკავშირებით პრობლემაა - იგი არ არის ევროკავშირის მოქალაქე. ასეთი კი გუნდში უკვე 4 გვყავს. ლადო მეხუთე არაევროკავშირელი იქნება.

მოედანზე ერთდროულად ორი არაევროკავშირელი ფეხბურთელის გამოყვანა
შეგვიძლია. აი, ეს პრობლემაა, რომელიც ტრანსფერს ხელს უშლის და გასათვალისწინებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული