გთავაზობთ ირლანდიელთა თავკაცის, მარტინ ონილის რეაქციას კენჭისყრის შედეგებზე:
"ისევ საქართველოში ჩასვლა ალბათ, ის არ არის, რისი ნატვრაც შეიძლება.
სერბეთი ძლიერი მეტოქეა, უელსმა და ავსტრიამ დიდი პროგრესი განიცადეს. კარგია, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არაა ჯგუფში. დარწმუნებული ვარ, უელსელთა თავკაციც ამას იტყოდა. ეს ისეთი ჯგუფია, სადაც გუნდები ერთმანეთს ქულებს წაართმევენ.
ამაზე იოლი ჯგუფებიც არსებობს და უფრო რთულებიც. ალბათ, ავსტრიელები, უელსელები და სერბები კმაყოფილები არიან. ჩვენც კმაყოფილი ვართ