ლევან მჭედლიძე: რაღაც ვარიანტები იყო და დღესაც არის...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე ძალიან კარგი მოსაუბრეა. სალაპარაკო კი საქართველოს საუკეთესო შემტევთან მართლაც ბლომად დაგროვდა...

სამი დღეა, რაც გაირკვა საქართველოს უპირველესი გუნდის მეტოქეები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. საინტერესოა თავად მჭედლიძის მომავალიც - ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისი გადაბირებით ბუნდესლიგის კლუბები - "შალკე" და "შტუტგარტი" არიან დაინტერესებულნი...

რესპონდენტთან საუბარი წილისყრის შეფასებით დავიწყეთ და მერე სხვა თემებსაც შევეხეთ...

- პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი აზრი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრასთან დაკავშირებით...
-
ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი და თანაბარი ჯგუფია. პლუსი კი ამ ჯგუფს ის აქვს, რომ გრანდი და დაუმარცხებელი ნაკრები არც ერთი არ არის.

- მეტოქეებს როგორ დაახასიათებთ?
- მოდით, ამ ეტაპზე დავჯერდეთ საერთო შეფასებას. ჩვენი ჯგუფის ყველა ნაკრებს ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები, ლიდერები... მაგრამ ვიმეორებ - მათ შორის დაუმარცხებელს ვერ ვხედავთ. აბსოლუტურად ყველასთან შეიძლება თამაში და წარმატებაზე ფიქრი.

- ბოლო რამდენიმე დღეა არ გივარჯიშიათ. რა იყო ამის მიზეზი, ტრავმა?
- ტრავმას ვერც დავარქმევ... უბრალოდ, ექიმებმა გადაწყვიტეს, სიფრთხილე გამოეჩინათ შეკრების პერიოდში, ძველი ტრავმა რომ არ გამმიზეზებოდა და გამაჩერეს რამდენიმე დღე. ახლა ყველაფერი კარგად არის, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

- საინტერესოა, მაინც რა არის თქვენი ხშირი ტრავმიანობის მიზეზი?
- რამდენიმე წლის წინათ ეს მართლაც სერიოზული პრობლემა იყო ჩემთვის. ბოლო სეზონში სიტუაცია შეიცვალა. სერიოზული ტრავმა არ მქონია და იმედია, ასეც გაგრძელდება. ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და არც მე ვარ გამონაკლისი. იმედი მაქვს, მომავალ სეზონშიც კარგად იქნება ამ მხრივ ყველაფერი და ტრავმებს ავცდები.

- ვიცით, რომ თქვენი გადაბირება "შალკესა" და "შტუტგარტს" სურდათ. "ემპოლიში" დარჩენა საბოლოოდ გადაწყვიტეთ?
- გეტყვით ყველაფერს გულწრფელად. კი, იყო რაღაც ვარიანტები და არის კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით "ემპოლი" არ თანხმდება ჩემ გაშვებას. წინ მთელი თვეა. სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვეტ, დავრჩები თუ არა.

- ფაქტია, რომ "ემპოლიში" არ გეძლევათ იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც თქვენც გსურთ და ჩვენც. ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც მეტი ნდობა გექნებათ?
- გეთანხმებით, ძალიან ცოტა სათამაშო დროს მაძლევენ და სადღეისოდ სწორედ ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა. სწორედ ამიტომ გითხარით წინა კითხვის პასუხად, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, წავალ თუ დავრჩები. ამ ეტაპზე "ემპოლისთან" ერთწლიანი ხელშეკრულება დამრჩა. კლუბმა კიდევ შემომთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ.

- რა იქნება "ემპოლის" მიზანი მომავალ სეზონში?
- გუნდის მიზანი ყოველთვის გადარჩენა, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა. ალბათ, წელსაც ასე იქნება. ზოგადად, ჩვენი სტრატეგია ასეთი იყო გასულ სეზონში - რაც შეიძლებოდა, მალე უნდა გადაგვეჭრა ეს ამოცანა და შევძელით კიდეც. ეს ამოცანა რომ შესრულდება, თუ უეფას ზონასთან ახლოს ვართ, ბოლომდე ვცდილობთ ევროტურნირებზე გამსვლელი ადგილის დაკავებას. შარშან ეს არ გამოვიდა და ამის მიზეზი იყო თავად ჩვენი შეცდომები.

- როგორც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, გკითხავთ - საით მიდის ჩვენი ეროვნული გუნდი? უკეთესობას ამჩნევთ?
- ალბათ, ჩემი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს ნაკრებში მართლაც იგრძნობა უკეთესობა და გუნდი დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრების თამაში საგრძნობლად გამოსწორდა - როგორც შეტევაში, ისე დაცვით ფაზაში.

- თქვენი აზრით, რა მოხდა პოლონეთში?
- მე ამ თამაშს ისე ვუყურე, როგორც თითოეულმა ქართველმა - ტელევიზიის საშუალებით. არ ვიცი, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე, როგორც პროფესიონალმა, ვერაფერი ვნახე ამ თამაშში გასაკრიტიკებელი. ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი იყო მიდგომა, როცა 0:1-ზე საქართველოს ნაკრები შეტევაში წავიდა. ამ დროს უნდა ეცადო, თამაში გადაარჩინო, ფრეს მაინც მიაღწიო. სწორედ ამან გამოიწვია ეს შედეგი.

ვფიქრობ, როცა 0:1-ს აგებ და თან ბოლო წუთებია, არ უნდა იფიქრო იმაზე, მინიმალური ანგარიშით წააგებ თუ ვთქვათ, 0:2-ს ან 0:3-ს.

რა თქმა უნდა, ამ შედეგს მოჰყვა კრიტიკა და ეს ბუნებრივიცაა. მე ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები, მაგრამ თვალს ნუ დავხუჭავთ ყველაფერზე - საქართველოს ნაკრებს ტაქტიკურად ასე გამართულად დიდი ხანია, არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტაქტიკურად გამართულად მაშინ თამაშობს გუნდი როცა იგებს გუნდი,
რომელ ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთზეა საუბარი როცა 0-4 ს აგებ.
alx
29 ივლისი 2015 22:02
0
რას ეთანხმებით ნუ გადამრიეთ რა მნიშვნელობა აქვს ქეცბაია წააგებს 0:4 თუ ცხადაძე ორივეჯერ სრული განადგურება ამ ფეხბურთელებს მაინც არ ცხვენიათ???????
კახა
29 ივლისი 2015 17:51
0
მართალია გუნდს ტაქტიკურად ასე გამართულად არ უთამაშია ძალიან დიდი ხანია. 4:0 არ არის სამარტლიანი შედეგი, ჩვენები ბოლომდე, რომ მეტის არ გაშვებაზე არ თამაშობდნენ, თორემ ეს პ...ი პოლონელები ამდენს ვერ გაიტანდნენ. იმათ კიდე გერმანია ყავთ და უნდოდათ რაც უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ.
gulshematkivari
29 ივლისი 2015 17:39
0
მჭედლიძე ვაი შენ რა გითხარი...რა ტაქტიკაზეა ლაპარაკი გერმანიასთან და პოლონეთთან რო წინ გაიქცევი 3 კაცით? რა აზზრი აქვს სანახაობას როცა შედეგი არ არის...ჯობია 11 კაცით დაცვა და შედეგი ვიდრე 3 კაცი წინ და ზედიზედ 3 წაგება..არ გინდოდათ ქეცბაია და ეხლა ითამაშეთ უშედეგო თავდასხმაში
idumala
29 ივლისი 2015 17:25
0
swors ambobs boloshi nakrebze, vetanxmebi ...
beso
29 ივლისი 2015 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული