თორნიკე ოქრიაშვილს ბელგიის ჩემპიონთა კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ივლისს, ბელგიის ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირება შედგა.

იუპილერ ლიგის II ტურში მოქმედმა ჩემპიონმა "გენტმა", რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტები ჯიმი ტაბიძეს და გიორგი ბერიძეს გაუფორმა, თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას "გენკს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძელთა ნახევარმცველმა სვენ კუმსმა 43-ე წუთზე, 11-მეტრიანით გაიტანა.

ამ შეხვედრაში მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ითამაშა - ოქრიაშვილმა მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. 38-ე წუთზე თორნიკემ "გენტს" გოლი კი გაუტანა, თუმცა მასჯმა საკმაოდ საკამათო
თამაშგარე დააფიქსირა.

ზარანდია არც სტუმართა სათადარიგოთა სკამზე ყოფილა. რაც შეეხება ტაბიძესა და ბერიძეს, "გენტის" მთავარ გუნდში დასაწინაურებლად მათ ჯერ შესაძლებლობების დამტკიცება მართებთ.

ბელგიის ჩემპინატის სატურნირო ცხრილს სათავეში 4 ქულით "გენტი" უდგას, "გენკი" კი მხოლოდ ერთი მოგებით მეხუთეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დედა დედა ეს უვარგისი ჟურნალისტები როგორ აპრავებენ თითქოს ბუმბერაზი ფეხბურთელები გვყავს კიდევ დაწერეტ ძელს რამდენჯერ მოახვედრა ტუალეში როგორ დადის მორჩილად თუარა ტპუუუ თქვენი ... ხელისუფლებას ....
ოდესა
17:18 01-08-2015
0
რა ცუდი დაცვა ჰყავდა გენკს.საცოდაობა იყო რა.ოქრის უკეთეს გუნდში ხვდება თამაში.აშკარად ყველა მოთამაშეზე უფრო კარგად გამოიყურებოდა თავის გუნდში.
juve
12:58 01-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული