"სიტის" ყოფილი ფორვარდი: უბედურებების სათავე გიორგი ქინქლაძის მოსვლა იყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფორვარდი პოლ უოლში "მანჩესტერ სიტის" 90-იანი წლების მეორე ნახევრის კრიზისს, მის ქართველ ვარსკლავ გიორგი ქინქლაძეს აბრალებს.

პოლ უოლში ახლა 52 წლისაა, ის 1994-95 წლების სეზონში თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში", უფრო მეტი დრო კი მან "ტოტენჰემსა" და "ლივერპულში" გაატარა.

ახლახან უოლშმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთ თავში "სიტის" უბედურებების ერთ-ერთ მიზეზად ქინქლაძეს ასახელებს.

"ჩემი აზრით, გიორგი იყო კატალისტი "მანჩესტერ სიტის"პრობლემების. არ შეგვეშალოს მე მას ახლაც მივიჩნევ საოცარ ინდივიდუალისტად, მისი ხუთი საუკეთესო გოლი რომ ავტვირთოთ YouTube-ზე, პლანეტის
ნებისმიერ ვარსკვლავს გაუწევს კონკურენციას.

მაგრამ ალან ბოლი ანებივრებდა ქინქლაძეს, მას სურდა, რომ გუნდი ქინქლაძის ირგვლივ აწყობილიყო. რამაც მთლიანად შეცვალა გუნდის დინამიკა და თან, ამ იდეამ არ იმუშავა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გარემარბების ეფექტურობა.

და თან ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელზეც მთელი გუნდში შრომობს, ქინქლაძემ ვერ გაიტანა საკმარისი ოდენობით გოლები. ის ვერ იბრძოდა სათანადოდ, ვერ ურტყამდა თავით და მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, მის ტალანტთან შეფარდებაში.

დარწმუნებული ვარ, "სიტის" ბევრი ფანი მეტყვის: შეეშვი ქინქის, ის საოცარი იყო, მაგრამ მათ უბრალოდ შევახსენებ, რომელ სეზონში დაქვეითდა გუნდი", - წერს თავის წიგნში პოლ უოლში.
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა მესი, ქინქი მესისაც ჩაიხევდა უბრალოდ არ გაუმართლა ინგლისში რომ მოხვდა ბანძ სიტიში. აი ბარსაში რომ მოხვედრილიყო ქინქის ხანა იქ დადგებოდა მესიმდე.
marado
03 აგვისტო 2015 15:03
0
ქინქი იყო მესია... უბრალოდ ზარმაცი
მესია
03 აგვისტო 2015 14:43
0
ქინქლაძე იყო მესი, ოღონდ 10-15 წუთით და არა 90 წუთის მანძილზე.
kako
03 აგვისტო 2015 13:42
0
ქინქის კი არ შეეწირა შე კოზიოლო მართლა იუთუბზე ნახე ქინქლაძის სეზონის ვიდეო და ნახავ რა სირი მეკარეები კავდათ და დაცვა ჩაწოდებულ ბურთებს უშვებდნენ ქინქი რო არ ყოპილიყო იმ სეზონში ქულასაც ვერ აიგებდნენ. სამი მცვრთნელი რო გამოცვალეს ისვერ მიხვდნენ რო დირკა ეკენათ კარში?? მე რა მაგ ვიდეოს ყურების დროს მომხვდა იყო რო გიბრალტარზე ბანძი დაცვა და მეკარე ყავდათ ქინქი დონე იყო პროსტა ზარმაცი და ეგ იკო და ეგ კვირა გადიოდა არ ვარჯიშობდა და მიტო ახლა იქ სადაც არ უნდა იკოს მაგის ტალანტის პატრონი
Lado
03 აგვისტო 2015 13:07
0
უნიჭო იყოო უოლში არ იძახის. მართალია რომ გუნდის ქინქლაძეზე გადაწყობას შეეწირა სიტი... პირველ 11 ტურში 2 ფრე ჰქონდა მარტო. ქინქის დროს გავარდა სიტი მე-3 ლიგაში პირველად თავის ისტორიაში. კაი და ფარჩაკი გუნდი იყო ეგ, აიაქსში ვინღა შეუშალა ხელი გაბრწყინებაში.
papa
03 აგვისტო 2015 12:15
0
ქინქი რომ ინდივიდუალისტი იყო მაგას რათ უნდა ბევრი ახსნა განმარტება, ბრძოლა და შეუპოვრობა აკლდა აი მისი ნაკლი, თავში აუვარდა და ეგაა როგორადაც დაასრულა კველაფერი
Dato
03 აგვისტო 2015 11:37
0
ქინქლაძე ყველგან მაგარი იყო და სიტი რო ფარჩაკი გუნდი იყო მიტო გავარდა და არა გიოს გამო ვისაც უნახავს სიტის თამაშები ამას როგორ იტყვის რო გიოს ბრალი იყო ამ გუნდის გავარდნა ეგ კიარა ... ჯოგი იყო რასაც ქვია მთელი გუნდი გიოს გამოკლებით დაღეჭილ ბურთებს ვერიტანდენ კარის ხაზიდან თავდასხმელები ყველა თამაში რაც ვნახე მისი მონაწილეობით გინდ სიტში და გინდ დერბიში ყველგან უქმნიდა პარტნიორებს ოთხ ხუთ მომენტს მარა რათ გინდა ბრუტიანი პარტნიორები ყავდა. სიტის კიდე იმწელს მარადონაც ვერუშველიდა ისეთ დღეში იყო.სიტიში საერთოდ არუნდა წასულიყო არაა ეგ იყო ჟორდანიას შეცდომა არ გავარდება სიტიო.არადა გიოს მისვლამდე ქონდა გუნდს დარხეული.
qutaiseli
03 აგვისტო 2015 10:58
0
ქინქლაძე იყო უდიდესი ნიჭის პატრონი, მაგრამ არ გაუმართლა იმაში რომ ფაქტიურად არ ჰყავდა აგენტი თორე რა უნდოდა ჭ კლასის მანჩესტერ სიტიში მაშინ როდესაც მას შეეძლე მისი გენიალური ნიჭით ეთამაშა მადრიდის რეალში, ბარსელონაში, რაც შეეხება ჭ კლასის ფეხბურთელს პოლ უოლშს, ასეთ არაფეხბურთელებს ყოველთვის შურდათ გიოსი და ასეთი არაკაცები და არაფეხბურთელები ბოროტების სათავეს ყოველთვის ეძებენ სხვაგან, ამ შემთხვევაში ვითომ გიო იყო ასეთი არადა მთელი სიტის მაშინდელი არაფეხბურთელები ფეხბურთს კი არა ანტიფეხბურთს თამაშობდნენ და საერთოდ ისინი ფეხბურთელების არ იყვნენ, ერთადერთი ნათელი წერტილი სიტიში იყო ქინქლაძე და მსოფლიო ფეხბურთშიც მაშინ და ეხლაც არავინაა მისი ნიჭის დარი, აქ ვიღაცა megzuri წერს ქინქლაძეზე რომ ვითომ მისი კარგი მატჩი ვერ ვნახეო, ესეიგი megzuri – მა ფეხბურთს არ უყუროს უკეთესია მას ფეხბურთის არაფერი ესმის, არ ეწყინოს არავის და მაშინდელ და ეხლანდელ საქართველოს ნაკრებში მე არ ვხედავ გიოსთანა ნიჭის ფეხბურთელს და მგონი რომ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი რომ გამოჩნდეს გიოსთანა გენიალური ფეხბურთელი.
ხვიჩა
03 აგვისტო 2015 10:40
0
ეს კაცი მართალს ამბობს! ქინქლაზე მაგარი ინდივიდუალისტი იყო მაგრამ სიტი მისი ინდივიდუალური გარღვევების ფოინზე ნორმალურ თამაშს ვერ აჩვენებდა და შედეგსაც ვერ დებდა, ან შეიძლება მწვრთნელი ვერ იყენებდა ქინქლაზეს გუნდისთვის უფრო ეფეტურად. ფაქტი ისაა რომ ქინქლაძის მისლვლის მერე სიტის შედეგები გაუარესდა და ლიგიდან გავარდა...
DAA
03 აგვისტო 2015 10:28
0
ძალიან ბევრი ქინქლაძეს აქებდა და აქებს
კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ პირადად მისი
კარგი მატჩი ვერ ვნახე, ვიმეორებ სამწუხაროდ....
megzuri
03 აგვისტო 2015 05:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული