"სიტის" ყოფილი ფორვარდი: უბედურებების სათავე გიორგი ქინქლაძის მოსვლა იყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფორვარდი პოლ უოლში "მანჩესტერ სიტის" 90-იანი წლების მეორე ნახევრის კრიზისს, მის ქართველ ვარსკლავ გიორგი ქინქლაძეს აბრალებს.

პოლ უოლში ახლა 52 წლისაა, ის 1994-95 წლების სეზონში თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში", უფრო მეტი დრო კი მან "ტოტენჰემსა" და "ლივერპულში" გაატარა.

ახლახან უოლშმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთ თავში "სიტის" უბედურებების ერთ-ერთ მიზეზად ქინქლაძეს ასახელებს.

"ჩემი აზრით, გიორგი იყო კატალისტი "მანჩესტერ სიტის"პრობლემების. არ შეგვეშალოს მე მას ახლაც მივიჩნევ საოცარ ინდივიდუალისტად, მისი ხუთი საუკეთესო გოლი რომ ავტვირთოთ YouTube-ზე, პლანეტის
ნებისმიერ ვარსკვლავს გაუწევს კონკურენციას.

მაგრამ ალან ბოლი ანებივრებდა ქინქლაძეს, მას სურდა, რომ გუნდი ქინქლაძის ირგვლივ აწყობილიყო. რამაც მთლიანად შეცვალა გუნდის დინამიკა და თან, ამ იდეამ არ იმუშავა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გარემარბების ეფექტურობა.

და თან ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელზეც მთელი გუნდში შრომობს, ქინქლაძემ ვერ გაიტანა საკმარისი ოდენობით გოლები. ის ვერ იბრძოდა სათანადოდ, ვერ ურტყამდა თავით და მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, მის ტალანტთან შეფარდებაში.

დარწმუნებული ვარ, "სიტის" ბევრი ფანი მეტყვის: შეეშვი ქინქის, ის საოცარი იყო, მაგრამ მათ უბრალოდ შევახსენებ, რომელ სეზონში დაქვეითდა გუნდი", - წერს თავის წიგნში პოლ უოლში.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვერ იბრძოდაო სათანადოდ.ამას ვინც დაუჯერებს ...!!
ზაზა
08 მარტი 2016 03:59
0
ქინქი რო მოვლენა იყო და არა მარტო საქართველოს მასშტაბით სიტის უხუცესი ფანის სიტყვებიც კმარა: "ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი მინახავს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მათ შორის ერთად ერთი იყო კოლოსი",და ამას ინგლისელი ამბობს ქინქიზე, თქვენ კი რა დაგემართათ ქართველებო, ასე რამ დაგბოღმათ?
მიროსან
30 აგვისტო 2015 23:12
0
ყიფიანმა თქვა (დიდმა დავით ყიფიანმა) ამ ბიჭში ერთდროულად არის ყიფიანი და მესხიო, დიდმა ალექს ფერგიოსონმა კი მარადონას შეადარა; ბოლოს და ბოლოს უმდიდრესი კლუბის სიტის ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად დაასახელეს ფანებმა; ძალიან ცუდია რომ გაცილებით მეტს არ მიაღწია; ქინქლაძე არანაირად არ იყო ერთ-ერთი იმ ნიჭიერ ბავშთაგანი, ის იყო გენიოსი (ნიჭიერი ბევრია, გენიოსი ძალიან ცოტა), რომელმაც თავის უნიათობის გამო გაცილებით ცოტას მიაღწია; მაგრამ შენი საქილიკო ნამდვილად არ არის
jobas
20 აგვისტო 2015 13:21
0
ქინქი არაფერ შუაშია. ეს რა არი, თქვენ არ იცით ესენი რა უნიჭო ფაშისტები არიან. ალან ბოლის შემცვლელმა და ქინქლაძის გამგდებმა მწვრთნელმა პირდაპირ თქვა - ქინქლაძე სკამზე იმიტომ დავსვი და იმიტომ გავაგდეო რომ მის ჩრდილში მყოფი ადგილობრივი ფეხბურთელები ძალიან დათრგუნულები იყვნენო მათზე ძალიან ცუდად მოქმედებდაო, როცა მთელ ხალხს ქინქლაძე ეკერა პირზეო და ესენი არავის აინტერესებდაო. აი ასეთი ჩაფსმული მიზეზი და დღეს ვისაც არ ეზარება ყველა ქინქლაძეს ასწავლის ჭკუას!!! ჭკუას მოუხმეთ გრუზინებო და ბლატავს შეეშვით ყველა პროფესორი და ჭკუის მასწავლებელი როა!! და ეს თქვა თავისი პირით - აი ამ დონის შოვინისტი ღორები არიან. ვერ აიტანეს ეს შენი ქართველი ქინქლაძე ვიღაც ჩამოსული რომ მაგათზე მაგარი იყო და 5 კაცს ატყუებდა ამას ვერ შეეგუვნენ. გასაგებია? ამან ამ ჩაფსმულმა როგორც იქნა გაბედა გაამხილა ხმამაღლა გააპრავა თავისი ბოღმა.. გულშემატკივრებს არ ეხება, ფეხბურთელებმა ვერ აიტანეს. ეხლა ხო ყავთ არგენტინელები ესპანელები და ათასი ჯურის ხალხი გუნდში, მარა ეს ქართველი საქართველოდან ვერ აიტანეს მაინც და მაინც. თანაც იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო გიორგი, ძალიან დიდი განსხვავება იყო მასსა და სხვებს შორის. ნეტა დაეჯერებინა დიეგოსთვის და წასულიყო იტალიაში რა.. ფაშისტურ ქვეყნებში არ წავიდეს ქართველი, უნდა წავიდეს ესპანეთში იტალიაში და სამხრეთში.
emigrant
20 აგვისტო 2015 01:49
0
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთი გვყავდა ქართველებს მშრომელი ფეხბურთელი და ყველამ ვნახეთ როგორ დაუპასდა შრომა.კალაძეს ვგულისხმობ რათქმაუნდა,ზოგადად კობიაშვილიც ასეთი იყო კობიმაც ითამაშა
bacho
13 აგვისტო 2015 12:45
0
ქინქლაძე-ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო ნიჭით პლტინიზე, კროიფზე და ზიდანზე მეტი და მარადონას და მესის ტოლი.
ზურა
11 აგვისტო 2015 22:12
0
ხალხო რეებს წერთ? რა ქინქლაძის გამო გავარდაო..სად ხართ თქვენ საერთოდ? ეხლა ჩატარდა გამოკითხვა სიტის ფანებს შორის სიტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიო..და რაგაც საშინელი სხვაობით მოიგო ქინქიმ..თქვენ იცით ბრძენო ხალხო და ინგლისელებმა არ იციან რა და როგორ ითამაშა ქინქიმ? იქნება ფებურთის თამაშიც ვასწავლოდ ინგლისელებს.... აგუერო ტურე სილვა კომპანი და ძმანი მისნი..აგუერომ ჩემპიონი გახადა საერთოდ..მარა ხალხს მაინც ქინქლაძე ურჩევნია...მარა ჩვენ ხო ბრძენი ხალხი ვართ და უკეთესად ვიცით..
დაჩი
10 აგვისტო 2015 07:30
0
უდიდესი {შეიძლება ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი] ნიჭის მქონე ტიპიური ქართველი ფეხბურთელი.პ.ს.ჩვენდა სამწუხაროდ.
sake
07 აგვისტო 2015 23:08
0
რა შეჭამეთ ტვინი ამ ქინქლაძით, ნიჭიერი ბავშვი უამრავია საქართველოში, დიდი ფეხბურთელი?-არც ერთი, იმიტომ რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის და მშრომელი ქართველი მილიონში ერთი თუ გამოერევა
joba
07 აგვისტო 2015 14:36
0
საინტერესოა, მესი რომ ჩიხურაში თამაშობდეს, გავა კი ჩიხურა ევროპის ლიგაზე სათამაშოდ???????????
giorgi
03 აგვისტო 2015 16:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული