აკაკი გოგია ინგლისური "ბრენტფორდის" ღირსებას 24-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
ინგლისურ ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ბრენტფორდმა" სეზონისთვის სამზადისი დაასრულა. აკაკი გოგიას გუნდი ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში "ნორვიჩს" დაუპირისპირდა და 1:2 წააგო.

გოგიამ, რომელიც ჯერაც გერმანიის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, 90 წუთი გაატარა მინდორზე.

ბოლოს კი გეტყვით, რომ "ბრენტფორდის" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, გოგია ამ გუნდში 24-ე ნომრით იასპარეზებს.

ამას წინათ, მან "სტოკთან" ამხანაგურ მატჩში (2:0 "ბრენტფორდის" სასარგებლოდ) გოლიც გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული