ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ვარჯიში უკვე განაახლა. სამწუხაროდ, დღეს მისი თამაში გამორიცხულია, ამის შესახებ "სლავიას" ოფიციალურ საიტს დუშან უჰრინმა განუცხადა:
"ლევან ყენია "ბრნოსთან" ვერ ითამაშებს. მან სრულფასოვანი ვარჯიში ამ კვირის დასაწყისში დაიწყო და ჯერ ფორმაში არ არის. ჩემი აზრით, ლევანი მზად ერთ კვირაში იქნება, ოღონდ, ალბათ, სასტარტოში ჯერ ვერ ითამაშებს", - განაცხადა თბილისის "დინამოს" ყოფილმა თავკაცმა, რომელიც ახლა "სლავიას" წვრთნის.