ბუბა დაუშვილი: ამ გოლს ჩემს ახალშობილ შვილს, მარიამს ვუძღვნი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში ლვოვის "კარპატიმ" შინ 4:0 გაანადგურა ოდესის "ჩერნომორეცი".

გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ბუბა დაუშვილმა, რომელმაც გოლი გაიტანა, სტუმართა შორის კი 90 წუთი დაჰყო მოედანზე დავით ხოჭოლავამ. გიორგი გადრანი განაცხადშიც არ იყო.

მატჩის 92-ე წუთზე ბუბამ პენალტით გაიტანა გოლი. დაუშვილი შტატიანი პენალტისტი სულაც არ არის, მაგრამ თანაგუნდელებმა მას 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმა იმიტომ დაუთმეს, რომ შვილი შეეძინა.

გატანილი გოლის შემდეგ უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა ეს სასიხარულო ფაქტი, დაუშვილთან ერთად, ცნობილი ჟესტით აღნიშნეს.

ბუბა დაუშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ. გოლს ჩემს
ახალდაბადებულ შვილს, მარიამს ვუძღვნი. ისიც ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და თამაშის ხარისხიც მაღალი ვაჩვენეთ. პენალტის დარტყმა ბიჭებს ვთხოვე და მათაც დამითმეს. დარტყმის მომენტში მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც მალე მსურს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუბა მაგარი კაცი ხარ, პატრიოტი ქართველი. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს. წარმატებები!
Georgiano
17:03 12-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული