France Football: ჯაბა კანკავა კვირას "მარსელის" წინააღმდეგ ითამაშებს!

AutoSharing Option
France Football-ის ინფორმაციით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ბოლო წამს, ჯაბა კანკავა უახლოეს დღეებში "რეიმსის" ახალი ფეხბურთელი გახდება. ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ კანკავას უკვე კვირას ვიხილავთ ფრანგულ ლიგა 1-ში.

16 აგვისტოს "რეიმსი" მასპინძლობს მარსელის "ოლიმპიკს" ლიგა 1-ის II ტურის მატჩში.

უკრაინულმა მედიამაც დაწერა, რომ ჯაბა კანკავამ უკანასკნელი მატჩი ითამაშა "დნიპროს" რიგებში, მე-4 ტურში "დნიპრომ" კიევის "დინამოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრის მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული