ამ გუნდისა და მისი ქართველი მცველის, საბა კვირკველიას უიღბლო სერიას დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. ამჯერად, "რუბინი" მისი ყოფილი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "როსტოვთან" დამარცხდა - 0:3. კვირკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
რუსეთის პირველ დივიზიონში კახა ალადაშვილის "სკა ენერგიამ" კალინინგრადში "ბალტიკასთან" 0:1 წააგო. ალადაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.
იმავე ლიგაში "არმავირმა" გასვლაზე 0:1 დათმო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან". სტუმართა შორის სასტარტოში იყვნენ ჯღარკავა და ჭეჟია, ხოლო გეფერიძე სათადარიგო გახლდათ.
* * *
ლატვიურ ვირსლიგაში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" სტუმრად 5:1 მოუგო ლიეპაიას "მეტალურგს".* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში "რუხი" შინ დაუზავდა "პოდბესკიძიეს" - 1:1. როლანდ გიგოლაევი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში გამოძახების პერსპექტივა აქვს, "რუხის" მწვრთნელმა 55-ე წუთზე შეცვალა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"