ლეგიონი: საბა კვირკველიას და "რუბინის" უიღბლო სერია გრძელდება

AutoSharing Option
10 აგვისტოს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. რუსულ პრემიერლიგაში კვლავ დამარცხდა ყაზანის "რუბინი".

ამ გუნდისა და მისი ქართველი მცველის, საბა კვირკველიას უიღბლო სერიას დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. ამჯერად, "რუბინი" მისი ყოფილი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "როსტოვთან" დამარცხდა - 0:3. კვირკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

რუსეთის პირველ დივიზიონში კახა ალადაშვილის "სკა ენერგიამ" კალინინგრადში "ბალტიკასთან" 0:1 წააგო. ალადაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

იმავე ლიგაში "არმავირმა" გასვლაზე 0:1 დათმო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან". სტუმართა შორის სასტარტოში იყვნენ ჯღარკავა და ჭეჟია, ხოლო გეფერიძე სათადარიგო გახლდათ.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში მოზირის "სლავია" გასვლაზე 1:6 დამარცხდა სოლიგორსკის "შახტიორთან". სტუმართა რიგებში 46-ე წუთზე გამოჩნდა იაკობ აფხაზავა, დავით ჩიგოევი კი სათადარიგოთა შორის იყო.

* * *
ლატვიურ ვირსლიგაში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" სტუმრად 5:1 მოუგო ლიეპაიას "მეტალურგს".

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში "რუხი" შინ დაუზავდა "პოდბესკიძიეს" - 1:1. როლანდ გიგოლაევი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში გამოძახების პერსპექტივა აქვს, "რუხის" მწვრთნელმა 55-ე წუთზე შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული