"რეიმსმა" ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.
კანკავამ "რეიმსთან" 4-წლიან (3+1) კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ქართვეკუ ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეიმს" ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
კანკავა გულშემატკივრების წინაშე დღეს "მარსელთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობდა.