"კარპატი" "ზესტაფონისთვის" კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა...

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელებმა "ზესტაფონთან" ოთხწლიან დავაში საკუთარი ბრალი აღიარეს და კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდნენ, მაგრამ... საქმე ისევ მოუგვარებელია.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" მისი ყოფილი ფეხბურთელის, მურთაზ დაუშვილის უკრაინულ გუნდში გადასვლის გამო კომპენსაციად 180 ათასი ევრო მოითხოვა.

ლვოველები ამ ვალდებულებას დიდხანს უარყოფდნენ, რის გამოც იმერულმა კლუბმა სარჩელი ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში შეიტანა და მომხდარი ფიფასაც აცნობა. ამ ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა "კარპატის" თანხის გადახდა დაავალა.

ეს 12 აგვისტოს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისთვის გაგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი. ვალდებულებისგან თავის აცილების შემთხვევაში, ფიფა ლვოველებს სადისციპლინო სანქციებით (ჯარიმა, ქულების
დაკლება, ქვედა ლიგაში დაქვეითება) დაემუქრა.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, სერგო ფუტკარაძის თქმით, ამ ყველაფრის გამო "კარპატის" თავკაცებმა უკან დაიხიეს:

"19 აგვისტოს მივიღეთ წერილი ლვოვის "კარპატისგან". ისინი შესაძლო გაკოტრების, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო მათზე დაკისრებული 180 ათასი ევროს გადახდის გადავადებას გვთხოვენ.

წერილში ნათქვამია, რომ ლვოველები ამ თანხის დაფარვის მიზნით დაუშვილის სხვა კლუბში გასხვისებას აპირებენ და დავალიანებას მხოლოდ ამის შემდეგ გაგვისტუმრებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე, როცა ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომ "კარპატის" "ზესტაფონის" სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა დააკისრა და საქმე ფიფამდე არ იყო მისული, ლვოველებმა დავალიანების 2015 წლის თებერვალში დაფარვის პირობა დადეს. ცხადია, მათ ეს პირობა არ შეუსრულებიათ. აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინული კლუბი ახლაც ვალის გასტუმრებაზე თავის არიდებას ცდილობს.

შესაბამისად, "ზესტაფონი" არ აპირებს ამ წინადადებაზე დათანხმებას და კომპენსაციას დაუშვილის სხვა კლუბში გაყიდვამდე არ დაველოდებით.

ამის შესახებაც ინფორმირებულნი იქნებიან როგორც უკრაინული კლუბი, ასევე საქმის ვითარებით დაინტერსებული ინსტანციებიც, უპირველესად - ფიფას სადისციპლინო კომიტეტი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარპატი იყო მაგ უვარგისის ოცნების გუნდი და რატო მიდის ახლა ნეტა?
juba
16:12 25-08-2015
0
ამას ფეხბურთი უნდა ეთამაშა წესით. როგორც ეტყობა კარპატია ამის კარიერის პიკი და თავის თავს დააბრალოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული