championat.com-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ნუკრი რევიშვილი შეიყვანა.
"ნულზე შეინახო კარი სტუმრად "კრასნოდართან" - ეს ძალიან მაგარია. სამხრეთელებისგან ამ სეზონში აქამდე მხოლოდ არტიომ რებროვს არ ჰქონდა გოლი გაშვებული. ახლა "კრასნოდარი" შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. მასპინძლებს ყოფილი გოლკიპერის დამწუხრება არ გამოუვიდათ. ის ორმაგი მოტივაციით თამაშობდა, შემოგვთავაზა რამდენიმე კარგი "სეივი". გვახსენდება, როგორ საოცრად
თავად 28 წლის გოლკიპერმაც ისაუბრა "კრასნოდართან" თამაშზე: "შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. "კრასნოდართან" ყოველთვის რთულია თამაში, ეს უკვე არ არის ის გუნდი, რომელიც 2 წლის წინათ დავტოვე. ეს უკვე კლასით მაღალი გუნდია. ფრე ნორმალური და სამართლიანი შედეგია. დიახ, თავიდან ჩვენ დაცვიდან ვთამაშობდით, ინიციატივა "კრასნოდარის" იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მატჩსაც ის აკონტროლებდა".