ლაში დვალი: ხუთჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ "დუისბურგი" ვარჩიე

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა დვალი "დუისბურგის" წარმომადგენლებთან ერთად
თურქული "ქასიმფაშადან" წამოსული ლაშა დვალი გერმანულ "დუისბურგში" ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველმა მეორე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტი 31 აგვისტოს გააფორმა და ეს ამბავი "ლელოსაც" დაუდასტურა.

"დუისბურგთან" მოლაპარაკებები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მქონდა შემოთავაზება სხვა ქვეყნის გუნდიდანაც, რომელიც ფინანსურად 5-ჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდა.

მაგრამ გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყანასა და ლიგაში თამაში ვამჯობინე.

გერმანიაში კლუბებს სწორი მიმართულება აქვთ აღებული. დიდი ხანია, აქ გამართული და სწორი სისტემა მუშაობს. ამ სისტემას თუ მოვერგები, მჯერა, წინსვლას მოვახერხებ",
- ამბობს დვალი.

ეროვნული ნაკრების წევრი მენეჯერებზეც გველაპარაკა:

"მე ლევან სილაგაძესა და გიზო ჯელაძესთან მაქვს ურთიერთობა. მათ უკან კიდევ რამდენიმე ადამიანი დგას. თითოეულ მათგანს პატივს ვცემ, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. ვგულისხმობ იმ საქმეებს, რაც აგენტებსა და მენეჯერებს ევალებათ".

ინფორმაცია გიზო ჯელაძისგანაც შევიტყვეთ. დიდი ხანია, ის და გიგა გადელია ქართველ მოთამაშეებს კარიერის აწყობაში ეხმარებიან. მაგალითად, მათი ორგანიზებულია ყაზანის "რუბინში" ნიკა კაჭარავას ტრანსფერი, 2013 წელს კი - "რედინგში" დვალის გადასვლა...

"გერმანელებმა დვალთან ხელშეკრულება ოპციონის წესით, 1+2 სისტემით გააფორმეს. ადრე ითქვა, რომ ლაშას მენეჯერი არ ჰყავდა. ეს იმიტომ, რომ სხვებსაც ხელ-ფეხი გახსნოდათ, კარგი წინადადება თუ იქნებოდა.

ახლა კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დვალით "დუისბურგის" შვეიცარიელი მთავარი მწვრთნელი ჯინო ლეტიერი დაინტერესდა. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მიშა საჯაია თამაშობდა. ის 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მიშამ რამდენიმე ფეხბურთელს გაუწია რეკომენდაცია და ყველამ გაამართლა. ამიტომ გერმანიაში კარგი რეპუტაცია აქვს.

"რედინგთან" ტექნიკური საკითხები მოგვარდა და გერმანელებმა კონტრაქტი გამოისყიდეს. გვერდში დაგვიდგა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ლევან სილაგაძე - ეს ტრანსფერი ერთობლივად საჯაიამ, ლევანმა და ჩვენ განვახორციელეთ.

ახლა დვალს გერმანიაში სწორედ სილაგაძე ახლავს. მთავარი ისაა, რომ ეროვნული ნაკრების წევრი ძლიერ ლიგაში ითამაშებს. "დუისბურგის" მწვრთნელი მასზე დიდ იმედებს ამყარებს", - ამბობს ჯელაძე.

5 ტურის შემდეგ "დუისბურგს" (მეტსახელად - "ზებრები") მეორე ბუნდესლიგაში მხოლოდ 2 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა. ცხადია, ლეტიერს გუნდის გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით - დაცვის ხაზში (5 შეხვედრაში გუნდმა 12 გოლი გაუშვა) და, როგორც ჩანს, დვალიც ამ გეგმის ნაწილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერაბ მამუკა წერეთელზეც დაწერეთ საერთოდ რას საკმიანობს დაჭრის შემდეგ ფეხბურტელი რომელიც ძალიან დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ
nona
14:48 01-09-2015
0
ან თქვენ გაბოლებენ ან თქვენ ცდილობთ მკითხველის დაბოლებას! თუ გერმანელებმა კონტრაქტი გამოისყიდეს 1წლიან კონტრაქტს რატომ გაუფორმებდნენ?! ერთი წლის მერე რომ გადაწყვიტოს ფეხბურთელმა წასვლა გერმანულს კლუბს რა მოგება????
mameda
17:02 01-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული