სამწუხაროდ, ექიმებმა სტელიოს მარკუსის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ვერიას" პირველი გუნდის ვარჯიშის დროს ახალგაზრდა მეკარემ გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. Ert.gr-ის ინფორმაციით, 18 წლის მეკარეს გულის შეტევა დაემართა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული "ვერიას" ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი იცავს.
ახალგაზრდა სპორტსმენებს გაფრთხილება ჭირდება!