არჩილ არველაძე "ტრაბზონისთვის" ევროპაში ტალანტებს აღმოაჩენს

AutoSharing Option
karar.com-ის ინფორმაციით, ამიერიდან "ტრაბზონსფორისთვის" ევროპიდან ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად არჩილ არველაძე იმუშავებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ძმა ისეთ ლიგებს დააკვირდება, როგორებიც ჰოლანდია, ბელგია და ავსტრიაა.

ამ გადაწყვეტილების მიზანი, გარკვეულწილად, თანხების დაზოგვაცაა, რადგან "ტრაბზონი" მზა ვარსკვლავებში საკმაო თანხას ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონს" არჩილის ტყუპისცალი შოთა არველაძე წვრთნის.

იმავე წყაროს ცნობით, უკვე შერჩეულია 20 წლის ავსტრიელი შემტევი ვენის "რაპიდიდან" - ლუის შაუბი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ არველაძე ახლახან, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადგა სფფ-ის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათი ნაშოვნი ,,ტალანტი'' ერთი ვატო არველაძე ვიცი მე, აუხ არ შეიკლეს ქართული ფეხბურთი არველაძეებმაა, ბოლო ბოლო კერძო საკუთრება ხომ არ ჰგონიათ ? :(
მწარე
18:50 06-09-2015
0
მესამეც წაიყვანეთ და ტქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი
luiiiz
23:05 04-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული