რა პრინციპით შედგა ეს სიმბოლური ნაკრები?
48 მწვრთნელიდან ის 11 შეირჩა, რომელთაც უკეთესი საფეხბურთო კარიერა ჰქონდათ. მოგეხსენებათ, კვიპროსული აპოელ-ის თავკაცს, სხვა თუ არაფერი, ინგლისური პრემიერლიგის "ნიუკასლ იუნაიტედში" უთამაშია.
სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება: პრიუდომი (ბრიუგე) - სანიოლი (ბორდო), ბერგი (ლეგია), დე ბური (აიაქსი), პოჩეტინო (ტოტენჰემი) - მიჩელი (მარსელი), სოუზა (ფიორენტინა), ტუდორი (პაოკ) - სა პინტუ (ბელენენსეში), ვალვერდე (ბილბაო), ქეცბაია (აპოელ-ი).