სანდრო კობახიძე ლუცკის "ვოლინს" დაუბრუნდა და შესაძლოა, კიევის "დინამოსთან" ითამაშოს

AutoSharing Option
როგორც უკრაინული გამოცემა "კომანდა" იუწყება, ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ტრავმა მოიშუშა და გუნდის განკარგულებაშია.

სანდრომ, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ორი გოლის გატანა მოასწრო, მე-6 ტურის მატჩში "ოლიმპიკთან" ტრავმა მიიღო. ამის გამო კობახიძე ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა, თუმცა სარეაბილიტაციო კურსი სამშობლოში გაიარა.

კობა, როგორც სანდროს "ვოლინში" თანაგუნდელები ეძახიან, ლუცკში ოთხშაბათს ჩავიდა და ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა.

გამოცემის ცნობით, გამორიცხული არაა, მან უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურში, მინიმუმ, შეცვლაზე ითამაშოს. ამ დღეს "ვოლინი" კიევის "დინამოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული