მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი, ახლა "სლავიას" მწვრთნელი, დუშან უჰრინი უმცროსი. მას ახარებს, რომ "ზლინთან" ლევან ყენიას თამაში შეეძლება:
"ზლინთან" მატჩისთვის ყველა მწყობრშია და არა მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას. ლევან ყენიაც კარგად არის და ემზადება", - განუცხადა უჰრინმა ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ყენიას 30 მაისის მერე, საკლუბო დონეზე არ უთამაშია, ნაკრებში კი მან 7 სექტემბერს ირლანდიასთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე.