ლეგიონი გუშინ: ”მორდოვიაში” მამუკა კობახიძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/16 ფინალში "სკა ენერგია" სიურპრიზი შემოგვთავაზა - პრემიერლიგის მკვიდრი "რუბინი" 2:0 დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა. გამარჯვებულთა რიგებში კახა ალადაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გოჩა ხოჯავა დისკვალიფიცირებული იყო. წაგებულთა შორის კი არ უთამაშია საბა კვირკველიას.

გავარდა ქართველთა "მორდოვიაც". ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო "ხიმკისთან" წაგებულ (0:1) თამაშში, სამაგიეროდ, მამუკა კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა. ეს იყო მისი დებიუტი "მორდოვიაში".

* * *
იტალიაში შინ დამარცხდა (0:1 "ატალანტასთან") ლევან მჭედლიძის "ემპოლი". ჩვენებური ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს.

* * *
II ბუნდესლიგაში "ფრაიბურგი" სტუმრად 1:1 დაუზავდა
"ლაიფციგს". ლუკას ჰუფნაგელი 70-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. "ფრაიბურგი" 17 ქულით მეორეა, გამარჯვების შემთხვევაში, ქართველის გუნდი პირველ ადგილზე გადავიდოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული