გურულთან ინტერვიუ azerisport.com-მა გურულს ინტერვიუ ჩამოართვა.
- თქვენ დებიუტი "ინტერთან" მატჩში გქონდათ...
- ჩვენ მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. "ინტერი" კარგი გუნდია, მაგრამ არც ჩვენ ვითამაშეთ ურიგოდ. უბრალოდ, ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ გუნდი მძიმედ მოდის აზრზე. "ინტერთან" გოლის გაშვების შემდეგ კიდევ უფრო უკეთ დავიწყეთ თამაში. მეორე ტაიმი კი სულ სხვა სცენარით წარიმართა. ზოგადად, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მოგებით "ინტერმა" მოიგო.
-
- "ინტერში" მოთამაშე ქართველები ჩემი მეგობრები არიან. ყველამ იცის, რომ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან: ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლომაია გამოცდილები არიან.
- როგორ შეეწყვეთ აზერბაიჯანის ჩემპიონატს?
- ჯერ ამ პირველობაზე მცირე ინფორმაცია მაქვს. უნდა შევიდე საუკეთესო სათამაშო ფორმაში. კლუბს შესანიშნავი ბაზა აქვს, უბრალოდ, ერთი მოგება გვჭირდება, რომ ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნონ.
- აზალ-ი აუტსაიდერია, რა შანსია, რომ აქედან ეროვნულ ნაკრებში მოხვდეთ?
- ნაკრებში თამაში მინდა და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებ. კახა ცხადაძე ყოველთვის აკვირდება აზერბაიჯანის ჩემპიონატს, ამიტომ მაქვს შანსი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის. ამისთვის კარგად უნდა ვითამაშო და გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. ახლა კი ეს ასე არ არის, ამიტომაც ნაკრებში მოხვედრა ძნელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს სანდრო გურული "სამტრედიაში" თამაშობდა (8 თამაში, 1 გოლი).