ორ­ნი ძმა­ნი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი... გიორგი ჭანტურიას და ლაშა დვალის მისია "დუისბურგში"

AutoSharing Option
გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია "დი­უს­ბურ­გ­ში" გა­და­ვი­და. რო­გორც იქ­ნა, ტრან­ს­ფერს თა­ვი და­ედ­გა და ეს უკ­ვე ძა­ლი­ან კარ­გია. ჭან­ტუ­რია იშ­ვი­ა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტია დღე­ვან­დელ ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში და ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლია, მი­სი მო­მა­ვა­ლი სვე გვა­რი­ა­ნად რომ ჩა­გა­ფიქ­რებს...

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე აჰ­კი­დეს ძალ­ზე დი­დი და მძი­მე ტვირ­თი. ის თა­ვი­სი თა­ო­ბის ლი­დე­რი იყო. იმ თა­ო­ბას "ცქი­ფოს ბი­ჭებს" ვე­ძახ­დით. ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი იყო. მაგ­რად უტევ­და. იმ გუნ­დი­დან რამ­დე­ნი­მე დღეს უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნებს, ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი კი სუ­ლაც ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ერთ-ერ­თი ლი­დე­რია.

გი­ორ­გის ბავ­შ­ვო­ბი­დან ბევრს სთხოვ­დ­ნენ - მან ითა­მა­შა "ბარ­სე­ლო­ნას" ჭა­ბუკ­თა
გუნ­დ­ში. ეს დიდ ფეხ­ბურ­თ­ში გაკ­ვა­ლუ­ლი ბი­ლი­კი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბო­ლომ­დე ასე ვერ მოხ­და. გი­ორ­გიმ ვერ იპო­ვა სტა­ბი­ლუ­რო­ბა და აქამ­დე ეს მი­სი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო.

არა­და, გინ­და "ვი­ტე­სი" აიღეთ, გინ­და "ალა­ნია" და გინ­დაც "კლუ­ჟი"- ეპი­ზო­დუ­რად ის ყველ­გან დგამ­და სა­ნა­ხა­ო­ბას - ვლა­დი­კავ­კაზ­ში ჯე­რაც უწ­ვე­რუ­ლი ქარ­თ­ვე­ლის სა­ხელს მთე­ლი სტა­დი­ო­ნი სკან­დი­რებ­და, ჰო­ლან­დი­ა­შიც იყო რამ­დე­ნი­მე კარ­გი მატ­ჩი და ლა­მა­ზი გო­ლი, მაგ­რამ ეს არ იყო ის, რაც ჩვენ გვინ­დო­და - სტა­ბი­ლუ­რო­ბა და დი­დი ფეხ­ბურ­თი.

დღეს ქარ­თ­ვე­ლი დიდ ფეხ­ბურ­თ­ში ეგ­რე­ვე ვერ მოხ­ვ­დე­ბა. მან იქამ­დე გარ­კ­ვე­უ­ლი გზა უნ­და გა­ი­ა­როს. ხში­რად ჩვე­ნე­ბი ამ გზას ვერ გა­დი­ან, ან იწყე­ბენ და და­საწყის­ში იჭე­დე­ბი­ან. უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში - შუა გზა­ზე.

ჭან­ტუ­რია არ უნ­და გა­ი­ჭე­დოს. არ უნ­და გა­ი­ჭე­დოს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კარგ ფორ­მა­სა და კლუბ­ში მყო­ფი ის დიდ სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს. კა­ხა ცხა­და­ძის ხელ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და შე­ტე­ვა და­იწყო.

ჭან­ტუ­რი­ას საკ­მა­რის­ზე მე­ტი შეც­დო­მა ჰქონ­და თა­ვის ჯე­რაც ხან­მოკ­ლე კა­რი­ე­რა­ში, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი უქ­ნია, გა­მოს­წო­რე­ბა რომ არ შე­იძ­ლე­ბო­დეს. ამი­ტომ, მას ყვე­ლა გვერ­დით უნ­და და­ვუდ­გეთ.

გერ­მა­ნი­ამ ჭან­ტუ­რია ნამ­დ­ვილ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად უნ­და გა­მო­ძერ­წოს. ამის შან­სი არის და გი­ორ­გიმ ეს შან­სი არამც და არამც არ უნ­და გაფ­ლან­გოს. ეს უკ­ვე ფეხ­ბურ­თე­ლის პი­რა­დი ამ­ბა­ვია - თა­ვად უნ­და მის­ცეს ყვე­ლა­ფე­რი იმას, რაც ცხოვ­რე­ბის კრე­დოდ აირ­ჩია.

ფაქ­ტი ერ­თია - ვერ­სად გას­წავ­ლი­ან ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში. ვერ­სად გას­წავ­ლი­ან დრო­ის ყად­რ­სა და რე­ჟი­მის დაც­ვას ისე, რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში. ვერ­სად, ვერ­სად... გაგ­რ­ძე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

მე­რე რა, რომ მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გაა. თა­ვის დრო­ზე "იაშ­კამ" და "კო­ბი­მაც" მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გი­დან და­იწყეს. იქ იყო ფოლ­კერ ფინ­კე და სუ­ლაც არ მჯე­რა იმის, რომ ფინ­კეს თა­ვი­დან­ვე მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და ქარ­თ­ვე­ლებ­ზე. მას ქარ­თ­ვე­ლე­ბი სწო­რედ ალექ­სან­დ­რე იაშ­ვილ­მა და ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლმა შე­აყ­ვა­რეს და მე­რე "ფრა­ი­ბურ­გ­ში" პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოც შე­იქ­მ­ნა...

ჭან­ტუ­რია "დუ­ის­ბურ­გ­ში" მარ­ტო არ არის. იქ ლა­შა დვა­ლია. დვა­ლი გი­ორ­გიმ­დე მი­ვი­და გერ­მა­ნულ კლუბ­ში. დვა­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და თავ­და­დე­ბუ­ლი. მე რაც გა­მი­გო­ნია, მაგ­რად უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და ვარ­ჯი­ში. ეს უკ­ვე პლუ­სია იმ ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თ­ვის, რო­მელ­მაც თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკს გა­და­ა­ბი­ჯა.

დვა­ლი მაგ­რად შე­ვი­და შეც­ვ­ლა­ზე გერ­მა­ნი­ას­თან. თა­ვის დრო­ზე კა­ხა კა­ლა­ძეც ასე შე­ვი­და იტა­ლი­ას­თან და მე­რე რა და რო­გორ აეწყო, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. კა­ლა­ძე­ო­ბა ფეხ­ბურ­თ­ში ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა - შე­უძ­ლე­ბე­ლი. და­საწყი­სი კი ჰგავს და და­ნარ­ჩე­ნი ხვა­ლემ უნ­და იცო­დეს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი­სა გვე­ი­მე­დე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი მო­მავ­ლის საქ­მეა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა კი ევ­რო­პა­ში მო­თა­მა­შე, ევ­რო­პუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა უნ­და გა­მო­ჭე­დონ.

"დი­უს­ბურ­გი" ახ­ლა მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გის აუტ­სა­ი­დე­რია, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა მგო­ნია. ჯერ ერ­თი, შე­მად­გენ­ლო­ბა ცუ­დი არ არის და მე­ო­რეც - მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე "მჭიდ­რო" ტურ­ნი­რია მსოფ­ლი­ო­ში - საკ­მა­რი­სია, ერთი-ორი თა­მა­ში მო­ი­გო და ეგ­რე­ვე მაღ­ლა იწევ, ხში­რად ძა­ლი­ან მაღ­ლაც კი...

იმ ქარ­თ­ველ მე­ნე­ჯერს კი, ვინც ჭან­ტუ­რი­ა­სა და დვა­ლის ტრან­ს­ფე­რე­ბი გა­ჩარ­ხა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მად­ლო­ბა ეკუთ­ვ­ნის - ქვე­ყა­ნაც სწო­რა­დაა არ­ჩე­უ­ლი და კლუ­ბიც. ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თელს დღეს პირ­და­პირ ბუნ­დეს­ლი­გის გრან­დ­ში არა­ვინ წა­იყ­ვანს. ასე­თია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ბრძო­ლით უნ­და მო­ი­პო­ვონ "მზის ქვეშ" ად­გი­ლი. ფეხ­ბურ­თი, ისე­ვე რო­გორც ცხოვ­რე­ბა, ხომ ერ­თი დი­დი ბრძო­ლაა. და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა. ამ ბრძო­ლა­ში მხო­ლოდ ძლი­ე­რე­ბი იმარ­ჯ­ვე­ბენ. და ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მხო­ლოდ კარ­გი კონ­ტ­რაქ­ტი და კი­დევ უკე­თე­სი მან­ქა­ნა არ არის.

ფეხ­ბურ­თე­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბა ქო­მა­გის ტა­შია. ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თელს გა­უცხოე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ტა­ში ენატ­რე­ბა და ეს უკ­ვე უბე­დუ­რე­ბაა. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თვი­თონ და­კარ­გეს ეს პა­ტი­ვი და ახ­ლა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბრძო­ლით თუ მო­ი­პო­ვე­ბენ. მე­ო­რე გზა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ვერ ვხე­დავ.

რთუ­ლია? იოლი საქ­მე ამ ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

იმე­დია, ქო­მაგს ეს ბი­ჭე­ბი რწმე­ნას და­უბ­რუ­ნე­ბენ. ჩვენ ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა რწმე­ნა, რა­თა ეპი­ზო­დუ­რი წარ­მა­ტე­ბა პრო­ცეს­ში გა­დავ­ზარ­დოთ. ბო­ლოს­ და­ ბო­ლოს, ქარ­თ­ვე­ლებ­მა პრო­ცე­სის მო­გე­ბა უნ­და ვის­წავ­ლოთ და არა - ცალ­კე­უ­ლი მატ­ჩე­ბის.

ჭან­ტუ­რია და დვა­ლი უკ­ვე "დუ­ის­ბურ­გ­ში" არი­ან. ჩვენ გვინ­და, რომ იქ ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი­დევ იყ­ვ­ნენ. ამი­ტომ გი­ორ­გის და ლა­შას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბა სჭირ­დე­ბათ.

ბი­ლი­კი უკ­ვე გაკ­ვა­ლუ­ლია. ბი­ჭებ­მა ბი­ლიკ­ზე სა­კუ­თა­რი კვა­ლიც უნ­და გა­ავ­ლონ... მათ ეს შე­უძ­ლი­ათ...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა? აგენტებმა და ღორებმა დაუქციეს კარიერა ამ ბავშვს. გერმანიის "პროფესიონალიზმზე" და თეთრ საროჩკაზე ნუ ხართ უნახავი სოფლელებივით გაგიჟებულები, გერმანია კი ესპანეთში უნდა იყოს ეს ბიჭი როგორც თევზი წყალში.
0
ცოტა ნაადრევი ხოარაა ამ ბიჭების შედარება კალაძესთან და კობიაშვილთან? ჭანტურიასი მითუმეტეს
Saba
19:50 17-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული