"დუისბურგის" მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალი ანტიბიოტიკებით ათამაშეს

AutoSharing Option
"დუისბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა ლაშა დვალის ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდა.

"დვალმა ანტიბიოტიკებით ითამაშა ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში. ასე არ შეიძლება. ამან ფეხბურთელის მდგომარეობა გააუარესა. ჩანს, რომ მწვრთნელი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გუნდზე ან ფეხბურთელებზე", - თქვა ლეტიერიმ.

როგორც ირკვევა, ლაშა დვალი მაღალი ტემპერატურით დაბრუნდა გერმანიაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული