suedkurier.de: ლუკას ჰუფნაგელის პოტენციალი აშკარაა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერის, "ფრაიბურგის" რიგებში თანდათან მკვიდრდება 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი. მან ახლახან "ფირტთან" 5:2 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

აი, რას წერს ლუკასის თამაშზე suedkurier.de:

"ლუკას ჰუფნაგელი ძალიან ბევრს მოძრაობდა. ის ბევრს იბრძოდა, ხანდახან დაუფიქრებლადაც კი. ამის გამო ყველაზე მეტჯერ "ფრაიბურგში" სწორედ მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი. მისი პოტენციალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს", - წერს გაზეთი, რომელმაც ჩვენებურს 3,5 ბალი დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ ჰუფნაგელი "ბაიერნის" სკოლის აღზრდილია
და "ფრაიბურგამდე" "უნტერჰახინგში" თამაშობდა. ის დედით ქართველია, თუმცა საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრად ითვლება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ პროგრესის გათვალისწინებით ლუკა მალე ჩვენი ნაკრების ღერძი გახდება.
irakli apkhaidze
16:38 19-10-2015
0
ამ შესრჩევ ციკლში იყო ეს ბიჭი ბოლო 2 თამაშზე გამოსაძახებელი ეროვნულ ნაკრებში.ის მამით გერმანელია და მომავალ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე 1 წელია დარჩენილი და შეიძლება გვიანი იყოს.თუ მაგრად მოუმატა მეეჭვება გერმანიამ დაგვითმოს,ვერც თვითონ ვერ იტყვის უარს გერმანიის ნაკრებში თამაშზე და ვერც გაამტყუნებს ვინმე
bacho
17:07 19-10-2015
0

სიახლეები პოპულარული