ლეგიონი: ალადაშვილისა და ხოჯავას გამარჯვება

AutoSharing Option
გუშინ, 19 ოქტომბერს, ევროპაში რამდენიმე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგაში "როსტოვმა" სარანსკის "მორდოვიას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. სტუმართა გუნდში არ უთამაშიათ მეკარე ნუკრი რევიშვილსა და მცველ მამუკა კობახიძეს. ისინი სათადარიგოთა შორის იყვნენ.

რუსეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში "სკა ენერგიამ" ასტრახანის "ვოლგარი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო. ხაბაროვსკელთა გამარჯვებაში წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმაც შეიტანეს: კახა ალადაშვილი და გოჩა ხოჯავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ალადაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოჯავა კი - თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, პლუს, ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

თურქეთში
კიდევ ერთი მარცხი იწვნია შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა". ქართველი მწვრთნელის გუნდი აუტსაიდერ "მერსინთან" (ბოლო ნახევარი საათი 10 ფეხბურთელით დარჩა) გასვლაზე 2:3 დამარცხდა. ეს "ტრაბზონსფორის" ზედიზედ მეოთხე მარცხია, რაც არველაძის პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსეთი თუ ევროპაა არაა აპა ყაზახეთი და თურქეთია ევროპა.ევროპაა აბა რა არი.
qutaiseli
11:07 20-10-2015
0
რუსეთი როდიდან გახდა ევროპა???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული